Saturday, November 20, 2010

ჩემი ქალაქი

თბილისი (1936 წლამდე ტფილისი[, კოორდ. 41°43′N 44°47′E), საქართველოს დედაქალაქი; 1922—1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380—600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 720 კმ² ფართობი უჭირავს და 1.090
მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს.

 თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის (იხ. ბაქო-თბილისი-ჯეიხანის ნავთობსადენი და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი). ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით 
არც თუ ისე დიდი ხნის წინ თბილისი იყო გახმაურებული ვარდების რევოლუციის ეპიცენტრი, რომელიც ქალაქის თავისუფლების მოედანსა და მის შემოგარენში მოხდა 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბების გამო, და რომელსაც შედეგად იმდროინდელი საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გადადგომა მოჰყვა.

Thursday, November 18, 2010

მსოფლიოს საახალწლო ტრადიციები





  • იტალიაში ახალი წლის ღამეს პირდაპირ ფანჯრებიდან ყრიან საყოფაცხოვრებო ნივთებს, იტალიელებს მიაჩნიათ, რომ რაც უფრო მეტ ნივთს გადაყრიან და გაატანენ ძველ წელს, მით მეტი სიმდიდრისა და ბარაქის მომტანი იქნება ახალი წელი.
  • 31 დეკემბერის ღამეს, როცა ახალი წლის დადგომის მაუწყებელი საათი პირველად ჩამოკრავს ინგლისელები აღებენ სახლის უკანა კარებს ძველი წელის გასაშვებად, საათის უკანასკნელ დარტყმაზე კი სახლის წინა კარს აღებენ რომ ახალი წელი შემოვიდეს.
  • შოტლანდიელები ახალი წლის ღამეს მირთმეულ საუკეთესო საჩუქრად ახალგაზრდა, შავთვალა ბიჭისგან მირთმეულ ნახშირის ქვას თვლიან. შემდეგ ამ ნახშირის ქვისგან სახლის კერაზე ცეცხს ანთებენ. რაც უფრო დიდი და ძლიერი იქნება ცეცხლი" მით მეტ წარმატებას პირდება ახალი წელი შოტლანდიელებს.
  • დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროზე მდებარე ავსტრალიაში ახალი წელი წლის ყველაზე ცხელ სეზონზე დგება. ასე რომ, ახალ წელს ავსტრალიელები ზღვის სანაპიროზე ხვდებიან და ბავშვებს საჩუქრებს საცურაო კოსტუმებში გამოწყობილი სანტა კლაუსი და თოვლის დედოფალი ურიგებთ. სიდნეის ცნობილი ხიდიდან ახალი წლის ღამეს გრანდიოზულ ფეიერვერკს უშვებენ. ამ ფეიერვერკის სანახავად ავსტრალიაში ყოველწლიურად დაახლოებით 30 000-მდე ადამიანი ჩადის.
  • ესპანეთში ახალი წლის ღამეს მთელი სოფლის გოგო-ბიჭები იკრიბებიან კოცონთან და "კენჭს იყრიან". ისინი ფურცლებზე ჩამოწერენ საკუტარ სახელებს, შემდეგ ტომსიკაში მოათავსებენ და შემთხვევით იღებენ ამ ფურცლებს. ვის სახელსაც ამოიღებენ ახალგაზრდები, იმასტან წყვილდებიან და წლის ბოლომდე შეყვარებულებად ითვლებიან.
  • ვიეტნამელები ახალ წელს 21 იანვარსა და 19 თებერვალს შორის ზეიმობენ. აისინი დღესასწაულს "ტეტის ეძახიან". ახალ წელლს ყველა კოცონთან გროვდებიან, საგანგებოდ ამზადებენ ბრინჯის ნუგბარებს და სადღესასწაულო სიმღერებს მრერიან. ვიეტნამელების რწმენით, ახალი წლის დღეს ღმერთი, რომელიც ყველა სახლში ცხოვრობს, ცაში მიემგზავრება და იქ ყვება როგორი წელი გაატარა ოჯახის თითოეულმა წევრმა.
  • ფინელ ქალიშვილებს ახალი წლის ღამეს საბედოს ამოსაცნობად მკითხაობის ტრადიცია აქვთ. ყველაზე გავრცელებული კალით მკითხაობაა - გოგონები გამდნარ კალას ჩაასხამენ ჭიქაში. შემდეგ ამ წყალში დასველებულ პირსახოცს მთელი ღამის განმავლობაში ბალიშის ქვეშ იდებენ რომ თავიანთი საქმროები დაესიზმროთ.
  • ავსტრიელების საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა მოხვდეს გოჭის ან ღორის ხორცი. ღორის თავის ნაწილის ან დინგის შეჭმა წარმატების საწინდარია უნგრელების აზრით. ისინი ამასს "ღორულ ბედნიერებაში" მონაწილეობის მიღებას უწოდებენ.
  • ბულგარეთში ზუსტად 12 საათზე შუქს არობენ ხოლმე რამდენიმე წამით – ეს საახალწლო კოცნის დროა. შემდეგ კი დიასახლისი სურპრიზებიან ღვეზელებს სთა ვაზობს დანარცენებს. ღვეზელში ამოსული მონეტა მოსალოდნელ გამდიდრებაზე მიანიშნებს, ვარდის ტოტი კი სიყვარულზე (თუმცა ვარდის ტოტების ღვეზელებში "მომწყვდევის" სა უ დუმლო ოსტატობა ბულგარელი დიასახლისების პრეროგატივაა როგორც ჩანს.
  • საბერძნეთში, ისევე როგორც საქართველოში, ახალი წელი წმინდა ბასილის დღეა. წმინდა ბასილი კეთილი წმინდანია, რომელსაც ბავშვები უყვარდა. ბერძენი ბავშვები ახალი წლის ღამეს თავიანთ ყელიან ფეხსაცმელებს ბუხართან ტოვებენ, რომ წმინდანმა საჩუქრებითა და მადლით აუვსოს.

Sunday, November 14, 2010

SCOTLAND

1.პროექტის სახელი:SCOTLAND
2.პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: მოსწავლეები მოიძიებენ მასალას შოტლანდიის მდებარეობის, ისტორიისა,ტრადიციების და ღირშესანიშნევეების შესახებ. დაურთავენ ფოტო მასალას და მოძიებულ ინფორმაციას განათავსებენ ინტერნეთში.
3. პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები შეისწავლიან შოტლანდიის გეოგრაფიულ მდებარეობას, მის ისტორიას და კულტურას.მოიძიებენ მასალას ლიტერატურიდან, ხელოვნებიდან, ფოლკლორიდან,მოსწავლეები შეისწავლიან შოტლანდიის ტრადიციებს, ბუნებრივ რესურსებს და ღირსშსანიშნეობებს. მოიძიებენ ინფორმაციას დემოგრაფიული მდებარეობის შესახებ. აღწერენ მის ფლორას და ფაუნას. ინფორმაციას დაურტავენ ფოტო მასალას.
4. მონაწილეთა ასაკი/კლასები:8–ე კლასი
5. ვადები/ხანგრძლივობა:დეკენბერი–იანვარი
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:მასალის მოძიება ინტერნეტის, დამხმარე ლიტერატურის საშუალებით, დისკუსიების გამართვა მოძიებულ მასალაზე, ნამუშევრების განთავსება ბლოგში, ფოტო ალბომის შექმნა.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები გაიღმავებენ ცოდნას და უნარებს, შედგება შემეცნებითი პრეზენტაციები, შეიქმნება ვებ–ბლოგი, ფოტო ალბომი.
8. სარგებელი სხვებისთვის: მიიღებენ ინფორმაციას ინგლისის ისტორიის, გეოგრაფიის, ღირსშესანიშნავი ადგილების, ტრადიციებისა და ფოლკლორის შესახებ.
9. სამუშაო ენა: ინგლისური
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია, გეოგრაფია, ბიოლოგია, ხელოვნება, სხვადასხვა საშუალებებით 
11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან: 146–ე საჯარო სკოლა
12: პროექტის ფასილიტატორის სახელი: ელინა ხაჩატურროვა 
13. პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა:elina.khachaturova81@gmail.com
14. პროექტის ფორუმი:
15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: elinchik-elinchik.blogspot.com